27 ოქტომბერს ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს მისი უფროსი შვილი ელენე ბასლანძე აქვეყნებს:
„რამდენჯერაც არ უნდა დავიწყო წერა, მალევე ვჩერდები, რადგან ვერცერთი სიტყვა ვერ იტევს შენი დაკარგვის მასშტაბს.
ამ 365 დღის განმავლობაში ჩემი პირველი და ბოლო ფიქრი შენ იყავი. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2025 წლის 27 ოქტომბრამდეც ხომ სულ ასე იყო. ლაშიკო, ჩემი დღეების, ფიქრების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ბოლო დღეები ჩემთან გაატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე ჩემი ცხოვრების ასე მკვეთრად გამყოფი თარიღი გახდებოდა.
დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები: „მამა, ისე მენატრები, რომ არ გნახო, გადავირევიო“. მაშინ შენ მეუბნებოდი ამას. ახლა მე მენატრები ასე, მა!
იმდენად დიდი სიყვარული დამიტოვე, რომ ზოგჯერ არც კი ვიცი, სად წავიღო, რისკენ მივმართო… ალბათ, სწორედ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ვიმყოფინო.
მადლობა, რომ იყავი ლაშა ბასლანძე.
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“, - წერს სოციალურ ქსელში ელენე ბასლანძე.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა.
წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა
⭕ ამ კვირაში ზოდიაქოს 3 ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებს - ვის ელის სასიამოვნო სიახლეები