Digest Logo

„ერთის მხრივ, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ მოძღვარი დედასავით უნდა იყოს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1785441082
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ერთის მხრივ, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ მოძღვარი დედასავით უნდა იყოს,
დედასავით და არა მამასავით.
„დედასავით“ – აქ სიმბოლოა სიფაქიზის,
სითბოსა და სიტკბოსი,
მაგრამ, მეორეს მხრივ – კატეგორიულად იკრძალება სენტიმენტალიზმი,
რომელიც დედასაც არ უხდება ისე, კაცმა რომ თქვას...
სიყვარული სულაც არ ნიშნავს იმას, აი, ასე პირზე დაადნე ვინმეს,
ეს ნიშნავს ღვთაებრივი სიყვარულით მოქმედებას,
რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი სიყვარულისაგან“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვხსნი გზას ფულის, კეთილდღეობისა და ახალი შესაძლებლობებისკენ...“ - რიტუალი ფინანსების მოსაზიდად თამუნა იოსელიანისგან

⭕ ქობულეთში ზღვაში 50 წლამდე კაცი დაიხრჩო

⭕ ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო