Digest Logo

„ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია“ - რა მოხდა ვერის სასაფლაოზე

1689500167
ვერის სასაფლაო

„ვერის სასაფლაოზე გადაღებული ეს ფოტოები მომაწოდეს, რაც ეკლესიის ქვემოთ მდებარე საფლავებისაა, ეკლესიის ზემოთაც ყოფილა ჯვრები დამსხვრეული“, - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ლალი ბაქანიძე სოციალურ ქსელში წერს და ვერის სასაფლაოდან კადრებს აქვეყნებს👇

„წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა 14 ივლისს, ვერის სასაფლაოზე! ვიღაცებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები.

ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო საფლავებზე ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია.

ხსნიდნენ, ან ადგილზე ამტვრევდნენ, ან სხვის საფლავზე გადაჰქონდათ და იქ... არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცნობადი პიროვნება იყო თუ უცნობი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შერჩევით არ ამსხვრევდნენ, უბრალოდ ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები. ჯვარი განადგურებულია ერთ-ერთ უძველეს, საუკუნის წინ გარდაცვლილის საფლავზეც, ჯვრებთან ბრძოლის ,,აქციაში" მოჰყვა ,,მზიურის" მომღერლის ქეთი ფირცხალავას საფლავზე აღმართული ჯვარიც. ვერის სასაფლაოზე გადაღებული ეს ფოტოები მომაწოდეს, რაც ეკლესიის ქვემოთ მდებარე საფლავებისაა, ეკლესიის ზემოთაც ყოფილა ჯვრები დამსხვრეული.

როგორც ამბობენ, ეს ,,უცნაურად" შემოსილ-შეღებილი სუბიექტები შეუნიშნავთ იმ ღამეს ვერის სასაფლაოს მიმდებარედ, უფრო მეტად ვერ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ერთს გავიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული ბოროტული აქცია.

პოლიციისთვის ფაქტი ცნობილია და იმედია დამნაშავეებს მიაგნებენ!“, - წერს ლალი ბაქანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დე“ - რა კადრებს აქვეყნებს მარიკუნა მიქატაძის შვილი

„ყველაზე ლამაზი ქალია, რომელიც მინახავს, ​​ის ეგზოტიკურ პრინცესას ჰგავს“ - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ფოტომ მოწონება დაიმსახურა

„პაციენტს რომ ავუხსენი, ქლამიდია მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, ცოლმა ისეთი კივილი დასცხო, ლამის იქვე დახოცეს ერთმანეთი“ - რას წერს მაია ბუწაშვილი