ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ-ში პოლიომიელიტის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
„რამდენიმე საათის წინ პოლიომიელიტის შემთხვევა გამოვლინდა ნიუ-იორკის გარეთ და დადასტურდა ფედერალური ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ.
ეს არის დაავადების პირველი ცნობილი შემთხვევა ქვეყანაში, სულ მცირე, 30 წლის განმავლობაში.
ტესტირებამ აჩვენა, რომ როკლენდის ოლქის შემთხვევა უცხოეთიდან დაბრუნებულ პიროვნებას დაუდგინდა“, - წერს ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ნანი ბრეგვაძე ნანი ბრეგვაძედ რომ ჩამოყალიბდა, რუსეთის დამსახურებაა“ - გივი სიხარულიძე
დღეს ამ ქუჩებს წყალი 6 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს - ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი