პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი ფინალისტი ეკატერინე გურგენიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პროექტის შესახებ წერს. იგი ასევე მადლობას უხდის მაყურებელს მხარდაჭერისთვის და როგორც თავად წერს, ფინალი მისთვის უკვე გამარჯვებაა.
„ფინალში გასვლა ჩემთვის მხოლოდ ეტაპი არ არის… ეს არის გზა, რომელიც გავიარე შრომით, ცრემლით, რწმენით და სიყვარულით.
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც დამიჭირა მხარი — თქვენს ხმას, თქვენს შეტყობინებებს, თქვენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. როცა ყველაზე რთული იყო, თქვენმა მხარდაჭერამ გამაძლიერა.
მადლობა ჩემს პედაგოგებს, ჩემს გუნდს და ყველა ადამიანს, ვინც კულისებიდან იდგა ჩვენს გვერდით. სცენაზე მარტო ვდგავართ, მაგრამ ამავდროულად ამ გზაზე მარტო არასდროს ვყოფილვართ. ფინალი ჩემთვის გამარჯვებაა უკვე, რადგან დავამტკიცე, რომ შრომა და გულით გაკეთებული საქმე ყოველთვის აღწევს მიზანს.
ეს მხოლოდ დასაწყისია…“, - წერს ეკატერინე გურგენიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები