Digest Logo

🎥 რა დროს არის C ვიტამინის თერაპია და მალამოების გამოყენება რეკომენდებული? - კოსმეტიკის ქიმიკოსის განმარტება

1793349811
ვიტამინი c

C ვიტამინის ადგილობრივი თერაპია, მალამოებისა და კრემების სახით, წარმოადგენს დერმატოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას კანის გაახალგაზრდავების, პიგმენტური ლაქების გაღიავებისა და ანტიოქსიდანტური დაცვისთვის. 

რა დროს არის C ვიტამინის თერაპია, მალამოების გამოყენება რეკომენდებული და რა როლი აქვს მას სინამდვილეში - აღნიშნულ თემაზე „კოტკასტში“ კოსმეტიკის ქიმიკოსმა ანა ტკაჩუკმა ისაუბრა: 

„C ვიტამინი სხვადასხვა ტიპის, ფორმის არსებობს. ჩემთვის მასთან მუშაობა ძალიან „სენსიტიურია“ ჟანგბადთან, არც წყალში უყვარს ყოფნა და მალე იჟანგება. 

ასკორბინის მჟავა არის ყველაზე აქტიური ფორმა და ძირითადად ხალხსაც ეს მოსწონს. მისი ეფექტი ზოგადად იმაში იგულისხმება, რომ კოლაგენის სინთეზს უწყობს ხელს, ანტიოქსიდანტი არის, თავის რადიკალებთან საბრძოლველად გამოიყენება და კიდე არსებობს კვლევები, რომ როდესაც მისი წასმა მზის დამცავამდე ხდება, მის ეფექტს ახანგრძლივებს და აუმჯობესებს.

პრობლემა აქაც იმავენაირია, რომ ყველა ადამიანი ასკორბინის მჟავის ფორმას ვერ იტანს, ანუ უღიზიანებს კანს და მაშინ უნდა შეარჩიოს განსხვავებული ფორმები ან პროცენტულობაც უნდა გაითვალისწინოს. 

რთულია, რომ C ვიტამინი იყოს ბიუჯეტური იმიტომ, რომ იმდენად „საჩალიჩოა“ იმის გაკეთება, მალე იჟანგება, ვადა აქვს ძალიან ცოტა ხანი, გახსნიდან 3 თვე“, - ამბობს  ანა ტკაჩუკი. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ეძახიან პეპტიდებს ბოტოქსის ალტერნატივას? - „შეცდომას უშვებენ, მოიხმარენ 1-2 კვირა და...“

🎥 „ჰგონიათ, თუ ამას გამოიყენებენ, ფორები დაიკეტება, მაგრამ არა!“ - რას ამბობს კოსმეტიკის ქიმიკოსი ნიაცინამიდის რეალურ თვისებებზე

🎥 „ჯერჯერობით არ შემხვედრია ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევა“ - რა ვიცით ქართული კოსმეტიკის ხარისხსა და ეფექტურობაზე? ანა ტკაჩუკის შეფასება

✕