კანის დაცვა მზის მავნე გამოსხივებისა და გარე ფაქტორებისგან წლის ნებისმიერ სეზონზე აუცილებელია, რადგან ის ასაკობრივი ცვლილებებისა და სხვადასხვა დაავადების პრევენციას ემსახურება.
როგორ დავიცვათ სახის კანი? - აღნიშნულ თემაზე „კოტკასტში“ კოსმეტიკის ქიმიკოსმა ანა ტკაჩუკმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:
„ბევრმა არ იცის, რომ კანის ბარიერი დარღვეული აქვს. დღესდღეობით ძალიან ბევრ აქტიურ ინგრედიენტს ერთად ხმარობენ, ყველაფერი, რასაც ვიდეოში ნახავენ, უნდათ გამოიყენონ, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებენ კანის ტიპს და შესაძლებლობებს. საბოლოო ჯამში ვხვდებით აქერცვლას, სიმშრალეს, გაღიზიანებას. უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ეს არის დარღვეული კანის ბარიერი. მეც სანამ გავხდებოდი კოსმეტიკის ქიმიკოსი, ხშირად მქონდა კანის ბარიერი დარღვეული.
კანის ბარიერი რომ არ დაირღვეს, პირველ რიგში სწორი რუტინა, სწორი მიდგომა და მეორე არის ისევ მზისგან დამცავი. თუ არ არის დარღვეული კანის ბარიერი, პირველ რიგშია მზის დამცავი, ხოლო თუ დარღვეულია, ჯერ უნდა აღიდგინოს ადამიანმა, ნაზი გამწმენდი უნდა ჰქონდეს, შეამციროს დანარჩენი კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენება და მერე ისევ სიფრთხილით დაიწყოს რუტინა“, - ამბობს ანა ტკაჩუკი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა დროს არის C ვიტამინის თერაპია, მალამოების გამოყენება რეკომენდებული და რა როლი აქვს მას?
🎥 რატომ ეძახიან პეპტიდებს ბოტოქსის ალტერნატივას? - „შეცდომას უშვებენ, მოიხმარენ 1-2 კვირა და...“