Digest Logo

„ეს ბიჭი არის გმირი, სანიმუშო, მისაბაძი მეგობარი, ძმაკაცი, პიროვნება, ფეხბურთელი და ადამიანი! რაც ახლა ნაკრებისთვის გააკეთა, მისაბაძი და საჩვენებელი მაგალითი უნდა იყოს ყველა პატარა ფეხბურთელისთვის“ - დიმა ნებიერიძე

1700547059
დიმა ნებიერიძე.

საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მამა გახდა.

პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ზურიკოს საფრანგეთში დაბრუნებისა და ოჯახთან ერთად ყოფნის უფლება მისცეს, რადგან რამდენიმე საათში მამა უნდა გამხდარიყო, თუმცა ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად დარჩა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი დიმა ნებიერიძე ეხმაურება.

„ეს ბიჭი არის გმირი, სანიმუშო, მისაბაძი მეგობარი, ძმაკაცი, პიროვნება, ფეხბურთელი და ადამიანი ! ზაფხულის და 21-წლამდელების ევროპის ამბების გახსენება ცალკე თემაა, მაგრამ რაც ახლა ნაკრებისთვის გააკეთა, მისაბაძი და საჩვენებელი მაგალითი უნდა იყოს ყველა პატარა ფეხბურთელისთვის.

მისი ყველა აზრი, ფიქრი იყო მისი ოჯახისკენ, მეუღლისკენ, პატარა დათისკენ, ფიზიკურად კი აქ, მის გუნდად და ქვეყანასთან. ამიტომაც, ლამის დაინგრა მისი სახელის გამოცხადებაზე სტადიონი და ასე იქნება სულ ! პატარა დათი კი მალე გაიცნობს მის მამას და ასევე მალე გაიგებს მისი მამიკოს საამაყო ამბების შესახებ !“, - წერს დიმა ნებიერიძე.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 როგორ ემზადებოდა ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“„ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ - თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა

🔵🎥 „ოჯახი ნიშნავს ყველაფერს, 7 შვილიშვილის ბებიის მეუღლე ვარ“ - ქართველი იუმორისტის ამერიკული ცხოვრება

🔵🎥 რატი დურგლიშვილი მცხეთაში საკუთარი სახლის გარე განათების ლამპიონებს ამზადებს - „სანატრელი და სასურველი სასიძო“