22 იანვარი, ქართველი საესტრადო მომღერლის და მსახიობის, ანსამბლ „ივერიის“ წევრის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა, იგი დღეს 78 წლის გახდებოდა.
მომღერლის სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ერთ-ერთ უსახელო სკვერს თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა.
გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღე სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძემ გაიხსენა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.
„პირველ ფოტოზე მე და თემოს უკანასკნელი შეხვედრაა ცოცხლად და მისი უკანასკნელი ინტერვიუ(პოსტის ბოლოშივე ვდებ ამ გადაცემის ლინკს).
ეს კი, მე და თემოს უკანასკნელი ვირტუალური მიმოწერაა, 10 დეკემბრამდე, 2020 წლისა... (მერე ვრეკავდით ერთმანეთთან).
დეკემბრის დასაწყისში ერთად მოვხვდით სხვადასხვა კლინიკაში, კოვიდით დავირუსების შემდეგ.
მერე რაც მოხდა, ყველამ იცით. დღეს, 22 იანვარს, თემოს დაბადების დღეა.
უბრალოდ 78-ე დაბადების დღეს გილოცავ, თემო“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სასურველია ღრმად ჩავისუნთქოთ, დავმშვიდდეთ...“ - როგორ ვასწავლოთ შვილს ემოციების სწორად გამოხატვა?