მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით გამოირჩევა. პლუტონი, ერთ-ერთი უძლიერესი პლანეტა გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში, სადაც 2044 წლამდე გაჩერდება.
გარდა ამისა, 22-28 იანვრის კვირაში 3 მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, რაც მეტწილად ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეეხება. ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
ნახეთ, როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇
♈ ვერძი
თქვენი წყალქვეშა დინება არის პირადი ურთიერთობები. სიტუაცია შეიძლება დაგეძაბოთ ფინანსური საკითხების გამო. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, თავდაჭერა, აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, სხვანაირად გაიფუჭებთ ურთიერთობებს. სხვა მხრივ, პერიოდი კარგია, რაც ხელს შეგიწყობთ სიახლეების შემოტანაში, ახალი იდეა, პროექტების ჩამოყალიბებაში, მეგობრული კონტაქტის გაძლიერებაში. ენერგოტონუსი იმატებს, შესაძლებლობები წარმატებულია, მაგრამ ეს სამი დღე(23,25, 27) გაიარეთ ფრთხილად.
♉ კურო
თქვენი ენერგოტონუსი სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა გექნებათ ფინანსური პრობლემები, ფინანსური უკმარისობა, ზედმეტი ხარჯი, არასწორი კაპიტალ დაბანდება. თუ გაქვთ რაიმე ჯარიმა გადასახდელი და თავის დროზე ვერ მოგვარდა, ახლა იჩენს თავს.
♊ ტყუპები
ხდებით ძალიან აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანები, კონტაქტურები, მაგრამ ამავდროულად განსაკუთრებული სურვილი გაქვთ, რომ თქვენი ახალი იდეები გაუზიაროთ ქალბატონებს, რაც შემდგომ წავა ჭორების, ინტრიგების სფეროში და ეს ხელს შეუშლის თქვენს საქმიანობას. ამიტომ, ენას კბილი დააჭირეთ.
♋ კირჩხიბი
მთლიანობაში კვირა თქვენთვის ცუდი არ არის, სასიკეთო ტენდენციები უდავოდ გაქვთ, მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, მაგრამ თქვენც გაქვთ პრობლემა, ნათესავ ქალბატონებთან მოერიდეთ საუბრებს, რადგან მათგან წამოვა ჭორები, ინტრიგები.
♌ ლომი
იგივე პრობლემა გაქვთ, ენერგია გემატებათ, წარმატებული პერიოდი გაქვთ, ხდებით აქტიური, მაგრამ ენას კბილს არ აჭერთ, გინდათ თქვენი წარმატებები გაუზიაროთ ნათესავ ქალბატონებს, რომლებიც გამოიყენებენ ამ ყველაფერს სათავისოდ, აგიგორებენ ჭორებს და ინტრიგებს. ხუთშაბათს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ საჭესთან, არ გადააჭარბოთ სიჩქარეს.
♍ ქალწული
საკმაოდ კარგი კვირა გაქვთ, არაერთი ახალი იდეა გებადებათ, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდებით, დახმარებას იღებთ მფარველებისგან, ხელმძღვანელი პირებისგან, ამიტომ წარმატების შანსები მრავალფეროვანია.
♎ სასწორი
კარგი პერიოდია კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, შვილებთან კომუნიკაციისთვის, ზოგიერთი თქვენგანი დაქორწინდებით, მაგრამ თქვენ გაქვთ ფინანსური პრობლემები, რაც გიქმნით დაძაბულობას.
♏ მორიელი
ყოველდღიური, რუტინული საქმეების, შეხვედრების, მოლაპარაკებების დროა. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახალი ნაცნობობა, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან. ზედმეტი ხარჯი იკრძალება, არასწორი ინვესტიციის ჩადება გამოიწვევს დიდ პრობლემებს. ფრთხილად საჭესთან.
♐ მშვილდოსანი
თქვენი მთავარი პრობლემა ხასიათის ცვალებადობაა. უცებ შეიძლება შეიცვალოთ ხასიათი, გაღიზიანდეთ, შესაბამისად წყენის ალბათობაც გაქვთ მაღალი. ამის ნიადაგზე დაიწყებთ ბევრის ჭამას, იყავით ყურადღებით.
♑ თხის რქა
გემატებათ ავტორიტარიზმი და ამბიცია, ამ მხრივ უნდა იყოთ ფრთხილად. ზედმეტი სიხისტე, პირდაპირობა გავნებთ როგორც პირად ურთიერთობებში, ისე საქმიან სფეროში. მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ფინანსებთან, ზედმეტი ფულის ხარჯვას მოერიდეთ. ალბათობა პრემიებისა, ბონუსებისა გაქვთ, რაც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
♒ მერწყული
თქვენი დრო მოდის, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს და მანდილოსნებთან საუბრებს. თქვენი სურვილი ახალი იდეების გამოვლენისა, გამოყენებული იქნება თქვენს საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ენას კბილი დააჭირეთ, იმოქმედეთ საიდუმლოდ. ყოველდღე იგრძნობთ ენერგიის მომატებას.
♓ თევზები
თქვენ გეწყებათ რთული პერიოდი, დაბადების წინა პერიოდი. ენერგოტონუსი შემცირდება, იმუნიტეტი დაიწყებს დაცემას, ადვილად გაცივდებით, გაღიზიანდებით, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენს საწინააღმდეგოდ დაიწყებენ მოქმედებას. ამ კვირაში ჯობს ფიქრი დაიწყოთ იმაზე, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, არაფერი ახალი, სარისკო, განსაკუთრებული არ დაიწყოთ. არავითარი კამათი და საქმეების გარჩევა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: