Digest Logo

🎥 როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ ხორცპროდუქტები?! - სპეციალისტის რჩევები

25 თებერვალი 14:36
მარიამ ჩაჩუა

როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ ხორცპროდუქტები?! - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, მარიამ ჩაჩუამ ისაუბრა:

„ხორცს ვყიდულობთ აუცილებლად მაცივრებიდან და სარეალიზაციო პუნქტიდან, არა მანქანის საბარგულიდან ან გარე სივრციდან. ყველაფერს სჭირდება თავისი წესები. ვინაიდან იგი მალფუჭებადია და სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა. აუცილებელია პირუტყვი იყოს დაკლული სასაკლაოზე, სადაც არის მივლენილი სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც უზრუნველყოფს დაკვლის წინ და დაკვლის შემდგომ კონტროლს. ამის შემდეგ ეძლევა ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება. ჩვენ შეგვიძლია ეს მოვითხოვოთ სარეალიზაციო პუნქტში. ვალდებულება აქვს გამყიდველს წარადგინოს შესაბამისი საბუთები.

ძვლიანი ხორცის შენახვის ვადა არის 48 საათი, უძვლოსი 24 და გატარებულ ხორცს რასაც ვეძახით მხოლოდ 6 საათი. ამიტომ არის უმჯობესი შეძენისას ჩვენ თვალწინ დავამუშავებინოთ ხორცი. ჩემი რჩევა იქნება, რომ სახლში გავატაროთ, რადგან დანადგარს თავისებური დეზინფექცია სჭირდება. სხვა და სხვა ხორცის ერთსა და იმავე დანადგარში გატარება არ შეიძლება. მშრალი მაგრამ არა გამომშრალი უნდა იყოს ხორცი. თითის დაჭერისას არ უნდა რჩებოდეს ღრმული და მალე ივსებოდეს. არ უნდა ჰქონდეს წებოვნება. თევზში დასაშვებია თხელი ლორწოს ფენა, რადგან დაჭერის დროს ის სტრესს განიცდის“, - გვირჩევს მარიამ ჩაჩუა.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ერთი წლის გოგო...“ - თათია თექთურმანიძე ქალიშვილს იუბილეს ულოცავს

⭕„მალე ახალი იმიჯით და სტილით დაგიბრუნდებით...“ - რას წერს გიორგი მასხულია?

🎥 „ერთეულებს თუ მოჰყავთ წლიდან წლამდე სამყოფი ლობიო, კარტოფილი, მაგრამ მაინც ვღნავით და თოვლს ვაგინებთ“ - რას წერს მოქალაქე შორენა აბულაძე