Digest Logo

„ეს გრძნობა ვიცი, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე“ - კრიშტიანუ რონალდუ კვარაცხელიას მიმართავს

1792591345
ხვიჩა კვარაცხელია

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მას საჯარო თანადგომა გამოუცხადა:

„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ისეთია, რასაც ვერავინ ხედავს.

კვარა, მე ეს გრძნობა ვიცი, მაგრამ არასდროს დაივიწყო რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე უფლება რთულ მომენტს, ეჭვი შეიტანო იმაში, თუ რისი მიღწევა შეგიძლია.

შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო წლები წინ არის“, - წერს კრიშტიანუ რონალდუ.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს იმის გაცნობიერება, რომ...“ - რაზე საუბრობს პედიატრი

⭕ მთვარე თევზებში გადადის - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ 21-23 ოქტომბერს

⭕„ღმერთმა მე ამირჩია... მზად ვარ ეს თვეები ტკივილში და ცრემლებში გავიარო“: ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

✕