
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტვინზე საუბრობს.
მისი თქმით, ტვინი 20 წლამდე არ ვითარდება, არამედ ცხოვრების ბოლო დღემდე. მას ყოველთვის შეუძლია ახლის სწავლა, არასაჭიროს დავიწყება, ახალი სინაფსების შექმნა:
„1. იმდენჯერ შეგიძლია თავიდან დაიწყო, რამდენიც დაგჭირდება.
2. ყველაზე კარგი დრო რაღაცის დასაწყებად არის დღეს, ყველაზე გვიან ხვალ.
არავითარ შემთხვევაში ორშაბათი ან ახალი თვე თუ ახალი წელი.
3. ტვინი ისე მოგექცევა ასაკში, როგორც შენ მოექცევი მას მანამდე.
4. ტვინი 20 წლამდე არ ვითარდება, არამედ ცხოვრების ბოლო დღემდე. მას ყოველთვის შეუძლია ახლის სწავლა, არასაჭიროს დავიწყება, ახალი სინაფსების შექმნა.
5. ტვინი გიჟდება საკმარის და ხარისხიან ძილზე.
6. ტვინს ძალიან „ევასება“ ბოჭკოთი მდიდარი საკვები და მათგან შექმნილი ცხიმმჟავები ბუტირატი, პროპიონატი და სხვა.
7. ტვინს აბოდებს ბუნებაზე, მასში სეირნობაზე, მის სურნელზე.
8. ტვინს ჭკუა ეკეტება კარგ ხალხთან ურთიერთობაზე.
9. მოკლედ, შენი ტვინი პრინციპში შენს ხელშია!
10. ტვინი ცხოვრებაა, ესე იგი შენი ცხოვრება დიდწილად შენს ხელშია ... თავს თუ არ მოიტყუებ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია