
დასჯაზე ორიენტირებული სისტემა - ეს არის სტრუქტურა, სადაც შეცდომა სწავლების წყაროდ კი არა, შიშის მიზეზად იქცევა. ასეთ გარემოში ადამიანი სწავლობს არა პასუხისმგებლობას, არამედ დამალვას: არ სთხოვს შენდობას, არამედ ცდილობს თავი დაიცვას. სკოლაში, ოჯახში თუ სამუშაო სივრცეში, სადაც მთავარი მიზანი დასჯაა და არა გააზრება, იქ ქრება ინიციატივა და იკარგება ნდობა. შედეგად გვრჩება მორჩილი, მაგრამ შიგნიდან დამუხტული საზოგადოება, რომელსაც თავისუფლების გაცნობიერება ავიწყდება.
აღნიშნულ საკითხზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ფსიქოთერაპევტმა მაია ცირამუამ ისაუბრა:
„სისტემა, რომელიც დასჯაზეა ორიენტირებული, ამ დროს უნდა შევეხოთ ადამიანის მორალურ მხარეს.
დასჯაზე ორიენტირებული აღზრდის სისტემა სად ტოვებს ადამიანის მორალს?
რა არის ყველაზე დაბალი მორალი? რომ მე რაღაცას არ ვაფუჭებ იმიტომ, რომ დასჯის მეშინია.
ეს არის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის მორალი, მისთვის ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
როდესაც შენ ქმნი სისტემას, სადაც ადამიანი სამყაროში დასჯის შიშით მოძრაობს, მას ტოვებ დაბალ მორალში. გაქვს ავტოკრატიული, დიქტატორული ქცევის ნორმები ოჯახში? იცოდე, რომ შვილს წირავ დაბალი მორალური განვითარებისთვის.
ის მოპარვაზე უარს მხოლოდ იმიტომ იტყვის, რომ არ დაიჭირონ... თუ შერჩება მოპარვა, მოიპარავს. როცა ასეთ სისტემაში იზრდება ბავშვი, ხდება მორალური გარყვნა“, - ამბობს მაია ცირამუა.
ასევე დაგაინტერესებთ: