
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს და ფოტოს ურთავს თან, სადაც წერს რომ ჯვარი, რომლის ფოტოსაც იგი აქვეყნებს, მიუძღოდა პროცესიას პარიზის ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის კურთხევის დროს.
„ეს ჯვარი მიუძღოდა პროცესიას ახლახან პარიზის ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის კურთხევის დროს.
და ეს ჯვარი ზებუნებრივი ნიჭის წყალობით ქართველმა გუჯი ამაშუკელმა შექმნა, რომელიც წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს.
შეხედეთ, რა საოცრებაა, რა სინატიფეა, ნიჭიერების რა დღესასწაულია. მართლა, გადაჭარბების გარეშე, ქართველები ოდითგანვე იყვნენ განსაკუთრებულ იდეებთან და საქმეებთან დაკავშირებულნი“, - წერს გოგა ჩანადირი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რომ ბედნიერება მოგვიტანოს? - ეზოტერიკოსის რჩევები
⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი