Digest Logo

როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რომ ბედნიერება მოგვიტანოს? - ეზოტერიკოსის რჩევები

1733760560
ნაძვის ხის მორთვა

დადგა დეკემბერი და საახალწლო მოლოდინი თითქმის ყველას გაუჩნდა, უკეთესი მომავლისა და ბედნიერების იმედით. მომავალზე რამდენად ფიქრობენ, ამაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ახალი წლის შემობრძანება, რომ ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ალბათ სადავო არ არის.

განსაკუთრებით ნაძვის ხის დადგმა ეჩქარებათ და მიდის კამათი ოჯახში: ჯერ ადრეა თუ გვიან. ეს ყოველწლიური დილემა რომ გადაიჭრას, დაუჯერეთ წინაპართა გამოცდილებას. თუ როდის უნდა დაიდგას სახლში ნაძვის ხე, რომ ახალი წელი ბედნიერი იყოს, სწორედ ამაზე გაგვცემს პასუხს, ეზოტერიკოსი „თბილისელებთან“ საუბრობს.

„ახალი წელი მართლაც ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის. დეკემბერი დაიწყება თუ არა, პატარები ვეღარ ითმენენ, ისე უნდათ ახალი წლის სათამაშოებით სავსე ყუთის გადმოღება, რომ სანატრელი ნაძვის ხე მორთონ და მთელ სახლში გირლანდები გააბან. მაგრამ, როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რომ ახალი წელი ბედნიერი იყოს მთელი ოჯახისთვის? - ეს კითხვა ისმის ყოველი წლის ბოლოს. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, ამისთვის ხელსაყრელი 5 დღეა დეკემბერში.

პირველი ასეთი დღეებიდან 18 დეკემბერია. ეს რიცხვი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სული წინ უსწრებს და საახალწლო ზეიმამდე ვეღარ ითმენს. ნაძვის ხის მორთვა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულის წინა დღეს, კარგის ნიშანია. ასე ბარაქასა და იღბალს მოიპატიჟებთ სახლში. ასევე, ამ დღეს შექმნილი საახალწლო ატმოსფერო გაახარებს ბავშვებსაც, რომლებიც ისედაც მოუთმენლად ელიან წმინდა ნიკოლოზის საჩუქრებს ბალიშის ქვეშ. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ 18 დეკემბერს დადგამთ ცოცხალ ნაძვის ხეს, ახალ წლამდე შეიძლება წიწვები დასცვივდეს და თავისი ხიბლი და ბრწყინვალება დაკარგოს. მაგრამ თუ ამისთვის ხელოვნურ ნაძვის ხეს გამოიყენებთ, პრობლემა არ შეგექმნებათ.

შემდეგია 22 დეკემბერი. როგორც მოგეხსენებათ, 21 დეკემბერი განსაკუთრებული თარიღია და მას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს ხომ ზამთრის მზებუდობაა - წლის ყველაზე მოკლე დღითა და ყველაზე გრძელი ღამით. ძველთაგანვე მიაჩნდათ, რომ სწორედ ამ დროს კარგავს თავის ძალას ყოველგვარი უწმინდურება. 22 დეკემბერს კი, იწყება ახალი სასიცოცხლო ციკლი. ამიტომ, თუ ზამთრის მზებუდობის შემდეგ დღეს დადგამთ ნაძვის ხეს, ის თქვენი მფარველი იქნება მთელი დამდეგი წლის განმავლობაში.

28 დეკემბერი ბოლო შანსია იმისა, რომ საახალწლო ნაძვის ხე ყველა წესის დაცვით მორთოთ. ეს დღე უპოვართა და გაჭირვებულთა შემწეობა-მფარველობას ეძღვნება და შესაბამისად, თუ გსურთ, დამდეგ წელს კეთილგანწყობა არ მოაკლდეს თქვენს ოჯახს და დაიცვათ ის ჭორისა და ბოროტი თვალისგან, სწორედ ამ დღეს მორთეთ ნაძვის ხე. მაშ ასე, ახლა იცით, როდის მორთოთ ნაძვის ხე, რათა სახლში იღბალი და ბარაქა მოიზიდოთ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს შეგიძლიათ, ნებისმიერი სხვა დღეც დაუთმოთ, მაგრამ დეკემბრის ამ ხუთ დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს“- ამბობს ეზოტერიკოსი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აქაურობა, ისევ ბავშვობის სუნით არის გაჟღენთილი, ყავის დალევაც, აქ, ყველაზე მეტად მიხარია“ - რას წერს ქეთი ჩხაიძე?

⭕„დღეს რომ გეშინიათ ლაშასთან მეგობრობის ხსენება იმ ხალხს, ხვალ გაგცემთ პასუხს, როცა შველაზე მოხვალთ“ - რას წერს ლაშა ბასლანძე?

⭕ირაკლი ზარქუა პიროტექნიკის რეგულაციებზე: „პრევენციისთვის ჩვენ მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციებს თუ როგორ და რა შემთხვევაში გაიყიდება და ამ სფეროს მოვაწესრიგებთ“