საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სიმღერის შესრულების დროს ერთ-ერთ ბავშვს გული წაუვიდა და დაეცა.
კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთი ვინც მომხდარს ეხმაურება საჯარო გამოსვლების სპიკერი სოფო ქვარცხავაა, მისი თქმით ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
„მთელი სოციალური ქსელი ბავშვების ვიდეოზე საუბრობს და საკუთარ აზრს გამოხატავს.
პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ვიდეოების უკონტროლოდ გავრცელება და მათი საჯარო განსჯა არასწორია.
ვფიქრობ ბავშვების დაბნეულობისა და ემოციური რეაქციის შემთხვევა უფრო იყო ვიდრე პირიქით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კამერები მათკენ არის მიმართული.
მეორე მხრივ, არ მჯერა, რომ ეს შემთხვევა ბავშვებში ემპათიის, სიკეთის ან სიყვარულის ნაკლებობას ასახავს.
წლების განმავლობაში ათასობით ბავშვთან მიმუშავია და ყოველდღიურად ვხედავ, რამდენად მზრუნველი, კეთილი და მხარდამჭერი თაობა გვეზრდება.
დიახ, ეს კადრი ბევრ კითხვას აჩენს და გვაფიქრებს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევამ ყველას შეგვახსენოს, რამდენად აუცილებელია ბავშვებთან მუდმივად ვისაუბროთ თანაგრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე.
ბავშვები ჩვენგან სწავლობენ, თუ გვინდა, რომ რთულ მომენტში სხვისი ტკივილი დაინახონ და დახმარების ხელი გაუწოდონ, ეს ღირებულებები პირველ რიგში ჩვენ, უფროსებმა უნდა ვაჩვენოთ საკუთარი მაგალითით“, - წერს სოფო ქვარცხავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „აი, მეც გამოვჩნდი“ - რა კადრებს გვიზიარებს ქეთი ჩხაიძე
⭕„ქართული ძალა“ - რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურია, „თეთრი სახლის“ მთავარ ღონისძიებამდე