Digest Logo

„ეს ხალხი ახალგაზრდებისა და მშვიდობიანი აქციის სახელს იყენებს თავისი ბოროტი ზრახვებისთვის“ - გიორგი ჩაკვეტაძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებზე

1714647447
 გიორგი ჩაკვეტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 1-ელ მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმაურება, სადაც შეკრებილები „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ.

მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. 

ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძე დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო აქტორებს მიმართავს, რომ „ქართული საზოგადოება რელევანტურ და ობიექტურ შეფასებებს ელოდება“.

„დაიჯესტი“ გიორგი ჩაკვეტაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისს, ბევრი რამ უნახავს, მაგრამ გუშინ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმას, რის შედეგადაც დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა.

მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის აპარატმა და პოლიციამ უსაფრთხოებისთვის მაქსიმუმი გააკეთა.
დღეს დაგეგმილი ბიუროსა და პლენარული სხდომები არ გაიმართება. მიმდინარეობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ: მეგობრებო, ამ დესტრუქციულ ჯგუფს ევროპასთან საერთო არაფერი აქვს, ისევე როგორც ამ კანონპროექტს რუსულთან. ეს ხალხი ახალგაზრდებისა და მშვიდობიანი აქციის სახელს იყენებს თავისი ბოროტი ზრახვებისთვის.

თითოეულ ამ სამართალდარღვევაზე კი შესაბამისი რეაგირება იქნება. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს სამშობლოში პროვოკაცია მოაწყოს და კიდევ ერთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

მივმართავ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო აქტორებს: თქვენს განცხადებებში ქართული საზოგადოება რელევანტურ და ობიექტურ შეფასებებს ელოდება“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ნანუკამ 177 ათასი მაქვსო და სულ ესაა, რაც ამ ბავშვებს უყიდეთ ხალხის ფულით...ორი ბოთლი წყალი და სამი შოკოლადი?!“ - რას წერს ნათია ბერიძე

🎥 „დედის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტიანულად პატრიარქმა მომნათლა, მინდოდა ეკლესიაში შესვლის უფლება მქონოდა...“- რას ჰყვება ჯემალ სეფიაშვილი

⭕2 მაისს ქუთაისობაა - საიდან მოდის „გვირილობის“ ტრადიცია - ეს უნდა იცოდე