Digest Logo

„ეს მანქანა არასდროს ფუჭდება!“ - მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს მიმართავს და გალიაში დაბრუნებას აანონსებს

1793023273
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართავს და მადლობას უხდის თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ოჯახსა და მხარდამჭერებს.

როგორც დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მადლიერია იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც UFC აძლევს. ის აღნიშნავს, რომ ჯანმრთელად და მოტივირებულად არის განწყობილი და გალიაში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.

„პირველ რიგში, მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის - თავს ნამდვილად იღბლიანად ვგრძნობ და მადლიერი ვარ.

მადლობა ჩემს მწვრთნელებს მხარდაჭერისა და თავდადებისთვის. მადლობელი ვარ ლას-ვეგასელი თანაგუნდელებისა და სავარჯიშო პარტნიორების, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ და მაიძულებდნენ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა.

დიდი მადლობა ჩემს ნიუ-იორკელ გუნდსა და ყველა იმ ბიჭს ნიუ-იორკიდან და ლონგ-აილენდიდან!

მადლობა UFC-ს ამ შესაძლებლობებისთვის!

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს - თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!

მოუთმენლად ველი გალიაში დაბრუნებას და საყვარელი საქმის გაგრძელებას. ჯანმრთელად ვარ, მოტივაციაც არ მაკლია და მალე დავბრუნდები!

ეს მანქანა არასდროს ფუჭდება! მალე შევხვდებით!“, - წერს მერაბ დვალიშვილი.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა. აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ეს დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება იყო. პირველი ბრძოლა 2023 წლის მარტში გაიმართა და ქართველის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 2025 წლის დეკემბერში გამართულ რევანშში კი რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მერაბს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

მესამე შეხვედრაში იანმა კიდევ ერთხელ შეძლო ქართველი მებრძოლის დამარცხება და ურთიერთდაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში 2:1 გახადა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შევურიგდი კი არა, ვთხოვე, მეუღლეს დაბრუნებოდა“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ ურთიერთობაზე

⭕26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

⭕„ემოციური ფონი მაღალია, მოერიდეთ კამათს, აჩქარებას და სარისკო გადაწყვეტილებებს...“ - მიხეილ ცაგარელი 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

✕