Digest Logo

„ეს რა ტრაგედია მომხდარა ღმერთო“ - თამარ ივერი აშშ-ში მომხდარ ავარიას ეხმიანება რომელშიც ქართველი ძმები მოჰყვნენ

1668927785
თამარ ივერი

ქართველი მეცო-სოპრანო თამარ ივერი ფეისბუკის პირად გვერდზე აშშ-ში მომხდარ ტრაგიკულ ავარიას ეხმიანება.

„ეს რა ტრაგედია მომხდარა ღმერთო“, –  წერს თამარ ივერი და Artist Ny-ს სტატუსს იზიარებს:

„ჩემო მეგობრებო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით!!!!
მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში!!!
ჩემი ერთ ერთი პირველი თაობის მოსწავლე
მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე მოჰყვნენ საშინელ ავარიაში!!!
სამწუხაროდ დემეტრე ადგილზევე გარდაიცვალა!
ჩემი მიშიკო კი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში (კომაში) წევს ჰოსპიტალში და ებრძვის სიცოცხლეს!!!
რამდენი ხანია მე ღმერთისთვის არაფერი არ მოთხოვნა და ახლა ვთხოვ მთელი ჩემი შეგნებით!!! გულით და სულით რომ გადაგვირჩინოს ჩვენი მიშო!!!
ნუ დაღუპავს მთლად ბოლომდე
მის განადგურებულ მშობლებს!!! ძალიან გთხოვთ!!!! გემუდარებით!!!!
მოიხსენიეთ ლოცვებში ეს უკარგესი, უკეთიშობილესი და უნიჭიერესი 19 წლის ბიჭი რათა მოხდეს სასწაული და გადაურჩეს სიკვდილს!!! 
ჩემო თეა,  არც კი ვიცი რა გითხრა და როგორ განუგეშო???
უნდა გამაგრდე ჩემო კარგო რათა მიშიკო მაინც გადაგვირჩეს!!!
ღმერთო ღმერთო რატომ ხდება ასეთი ცუდი რაღაცები!!!! 
ილოცეთ ძალიან გთხოვთ ამ ბიჭის სახელზე!!!!
მადლობა წინასწარ ყველას!!! “ - ვკითხულობთ სტატუსში.

ძმების დედა, თეა ახალკაციშვილი წერს, რომ ახალს და კარგს ჯერ ექიმები არაფერს ეუბნებიან.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მანანა არჩვაძემ შვილები საგვარეულო კოშკიდან გამოაგდო და ნივთები ქუჩაში გამოყარა - რა ხდება გამსახურდიების ოჯახში

🔵„მოვდივართ, მე და ჩემი სტუდენტი მეტროთი, ჩუმი კივილი გავიგე და ვიღაც ჩამომეკიდა მხარზე... ქალმა გაოცებულმა ჯერ იმას შეხედა, მერე მე და წამოდგა“ - რა მოხდა მეტროში

🔵რა საჩუქარი მიიღო ქეთი დოლიძემ „კუკარაჩას“ პრემიერის შემდეგ ქურდებისგან