Digest Logo

🎥 „ეს სად ვიყავი, დროში ვიმოგზაურე...“ - სოსო ნებიერიძე ფხენიანიდან ექსკლუზიურ კადრებს აქვეყნებს

1744268269
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

სოსო ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიიღო და იმოგზაურა კიდეც, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ სამყაროში.  აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში აჟიოტაში მოჰყვა, ამჯერად კი სოსო აღნიშნულ საკითხზე აკეთებს კომენტარს და ამბობს რომ უკვე სამშვიდობოსაა:

„ახლა გინდათ მიმები აკეთეთ, როგორც გინდათ ისე იღადავეთ, რაც გინდათ ის დაპოსტეთ და დადეთ. ჩინეთში ვარ, როგორც იქნა გამოვაღწიე სამშვიდობოს. რა კარგია ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნება. ისეთი ბედნიერი ვარ, ჩემი სახლი მგონია ჩინეთი. ეს სად ვიყავი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა ჩემ ცხოვრებაში. ფაქტობრივად დროში ვიმოგზაურე. იმდენი კადრი მაქვს და იმდენი რაღაც მაქვს მოსაყოლი. ახლა უბრალოდ ვტკბები ინტერნეტით და თავისუფლებით. ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს სოსო ნებიერიძე ვიდეოში.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Soso Nebieridze (@soso_aroundtheworld)

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 🪐„ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს...შესაძლოა გარკვეული მინიშნებები მიიღოთ...“ - 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ადამიანები პლანეტას ვკლავთ...“ - სიმართლე საკვები პროდუქტების შესახებ, ლაშა ჯაყელის განმარტება

🎥 ხახვი, ლიმონი, ნიორი,თაფლი, შაქარი, მწვანილი - როგორ განვიკურნოთ დაავადებებისგან ხალხური მეთოდით?! - სპეციალისტის რჩევები