Digest Logo

„ეს სულმოკლეობა, შიში, როდესაც რწმენისაგან აღარაფერი რჩება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1777662859
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ეს სულმოკლეობა,
შიში,
როდესაც რწმენისაგან აღარაფერი რჩება...
როდესაც ვერ იტვირთა ადამიანმა ღმერთი ისეთი, როგორიც მან თავის თავი გვაჩვენა,
გვაჩვენა სიმშვიდით,
სიმდაბლით,
გულმოწყალებით...
— და როგორ უნდა ეჩვენებინა ღმერთს, რომ იგი მშვიდია და მდაბალი და გულმოწყალე, თუ ის ადამიანად არ მოვიდოდა?!
— გულმოწყალება როგორ უნდა ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ ჩვენ მას ასეთ მდგომარეობაში არ ჩავაგდებდით?!
არ მოვკლავდით,
და ის თუ განაჩენს არ გამოგვიტანდა ჯვრიდან?!
და განაჩენი გამოგვიტანა ჯვრიდან — შეგვიბრალა,
ეს არის მწვერვალი გულმოწყალებისა.
ყოვლადძლიერი არსება რომ გულმოწყალე იქნება,
ეს ხომ გასაგები და იოლია,
ადვილად აღსაქმელია,
შენ კლავ,
შენ ტანჯავ საშინელი სისასტიკით,
და ის გპატიობს — ეს არის მწვერვალი გულმოწყალებისა,
როცა ყოვლიშემძლე არსება მდაბალია და მშვიდი — ესეც გამაოგნებელია,
და ღმერთი მოვიდა იმ თვისებებით, რომელიც მას აქვს,
მაგრამ ჩვენ მას ვერ დავინახავდით, ის ადამიანდ რომ არ მოსულიყო“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „27 წლის შემდეგ“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია

⭕„საოცრად გამოიყურები“ - მარიამ შენგელია კომოს ტბასთან პოზირებს

⭕ „ხელისგულებზე წაისვით შაქარი და თაფლი...“ - სახლის გაწმენდისა და „დატკბობის“ რიტუალი თამუნა იოსელიანისგან