
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„მიწას სულ უნდა, ცას დაემსგავსოს, მაგრამ რატომღაც თვითონ კი არ მიდის ზემოთ, ცის დაბლა ჩამოყვანა სურს.
ამ სურვილმაც კი დედამიწაზე სიყვარული, სიკეთე და ზნეობა დაბადა.
ეს ცის დროში ჩამოსული ძახილია და გამორჩეულ ადამიანებს ის ესმით.
ეს ძახილი ტოვებს შესაძლებლობას, მიწა მაინც შეუერთდეს ცას - წარმავალში მარადიული ცოცხლდება.
თუ წუთისოფელსა და ადამიანებს მომავალი აქვთ, ის გამარადიულებულ დროშია - ამისთვის ადამიანი „ზესთ მწყობრთა წყობას“(ანუ - ღვთისგან შექმნილ და სამარადჟამოდ დადგენილ წესრიგს) უნდა შეუერთდეს.
ამას ემსახურება განათლებაც და სამართლიანობაც.
თუ სტუმრობაა, მიწა უნდა ეწვიოს ცას. სწორედ ამ სურვილის ასრულებას ვიდღესასწაულებთ ფერისცვალების დღეს - ის დღე მალე მოვა.
ღმერთი ყველაზე დიდი მასპინძელია და ვერავინ ვერსად ვერ იგრძნობს თავს უფრო ბედნიერ სტუმრად, ვიდრე მის სახლში.
ეს ჩვენი დიდი ხნის წინ მიტოვებული სახლია და აქ სტუმრები მასპინძლებად იქცევიან. ზეცისკენ გზად დამდგარ მიწას თავისი განუმეორებელი სინათლე აქვს.
შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია - მიწის სინათლით შემოსილხარ და მონატრებულ სახლში გაგიწევია“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ამაზე ლამაზი ქალი არ მეგულება საქართველოში...“ - შორენა ბეგაშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს
⭕ „ცხოვრება ბოლო დროს...“ - გიორგი მიქაუტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს