მოხუცი, რომელიც ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „დიდუბის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი“ ავრცელებს.
„ეს წუთია შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა ეს საოცარი ადამიანი და თანაც ტაძრისკენ მიმავალ გზაზე... საოცარია ღვთის განგება... დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველაზე ბედნიერი იქნება, რადგან ის ჩაიკრავს გულში, ვისთვისაც მოშურნეობდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
მოიხსენიეთ ახლად შესვენებული თინათინი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ტყუილია მეგობრებო, არ დაიჯეროთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს