რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელის ლაშა ბასლანძის მამა აკაკი ბასლანძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. იგი მალე დიდი ბაბუა გახდება.
შვილთაშვილის სახელიც უკვე შერჩეულია და მას ლაშას დაარქმევენ. ბავშვი იმ თვეში დაიბადება, როდესაც ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა:
„დილით 08:00 სთ-ზე ეს ვაჟკაცები დამხვდნენ ლაშასთან...
ლუკა ბასლანძე(შვილიშვილი) ძმაკაცებთან ერთად და მახარეს, რომ მე 2026 წლის ოქტომბერში გავხდები დიდი ბაბუა.
ანგელოზის სახელიც მაცნობეს - ლაშა ბასლანძე 2.
ლაშა ხომ ოქტომბერში „წავიდა“...
დიდება უფალს“, - წერს აკაკი ბასლანძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.
ასევე დაგაინტერესებთ: