უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კაცი ჰყვება თუ როგორ იძალადა ცოლმა მასზე ფიზიკურად.
„ეს ვიდეო ჩამიგდეს, ცოლისგან ნაცემი კაცისა და მკითხეს, დადგმული ხომ არააო? ეს თუ დადგმულია, ოსკარი გადაეცით.
რეალურს ჰგავს და მინდა გითხრათ, რომ სასაცილო არაფერია კაცის ცემაში. მოძალადე - ქალიც დასასჯელია და კაციც და ცემა-ტყეპა რომ არ შეიძლება, კაცმაც უნდა შეიგნოს და ქალმაც.
ამ კაცს საფარის დახმარება თუ სჭირდება, მიეცით ჩვენი ნომერი 599407603. დავაკვალიანებთ და მივხედავთ, რომ არავინ დასცინოს და არავინ სცემოს. მაგ დაცინვის გამო, კაცები საერთოდ მალავენ ყველა თავის პრობლემას. ისევ საზოგადოებას უმალავენ, რადგან ეგეც სტერეოტიპია, რომ კაცზე ძალადობა არ არსებობს და რომ კაცი თუა, მარტო უნდა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. ჰოდა არაა ეგ სწორი. სწორედაც რომ პოლიციას უნდა მიმართოს ამ კაცმა და პოლიციაში რომ აბუჩად არავინ აიგდოს, მაგასაც მიხედვა უნდა და მაგას მაინც მივხედავთ.
კი, ქალებშიც არსებობენ მოძალადეები, ცოტა, მაგრამ არიან.
პ.ს. სხვა თემაა, მაგრამ აქვე დავწერ, რომ ისიც მარაზმია, პოლიცია რომ ახლა აზერბაიჯანელ ქალებს დაერია და სულ დედებს აპატიმრებს ადრეულ ქორწინებაზე. გადაწყვეტილების მიმღებ კაცს ვერ ხედავს მთელ სანათესავოში - თან ისეთ საზოგადოებაში, სადაც მართლა კაცები იღებენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
პ.პ.ს. უკვე საჯაროა და ძალიან ბევრი ნახვა აქვს, მხოლოდ ამიტომ ვაზიარებ ამ ვიდეოს“, - წერს ბაია პატარაია.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ👇
„შარშან ამ დროს კიბოს ებრძოდა. ომის დაწყებისთანავე ჩაალაგა ჩანთა“ - ჟურნალისტი ისრაელელ მეომარზე
„ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდეთ“ – ვის აფრთხილებენ ასტროლოგები