Digest Logo

„ესეც მარადიული წამია, მაგრამ ყველაზე მძიმე და მუცელში დატრიალებულ დანაზე მტკივნეული, როგორც ელვა და მეხი“ - 13 წლის ანა-მარიას ემშვიდობებიან

1686832560
შავი ლენტი მწუხარება

სამი დღის წინ გეგუთი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის გოგო ემსხვერპლა. ანა-მარია ბაბუნაშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებს მშობლიური სოფელი და სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი პოსტს აქვეყნებს.

ამ დრომდე მძიმეა გოგონას დის, მამისა და ბებიის მდგომარეობა.

„ესეც მარადიული წამია, მაგრამ ყველაზე მძიმე და მუცელში დატრიალებულ დანაზე მტკივნეული, რომელიც როგორც ელვა და მეხი, ისე ეცემა და უმოწყალოდ ანადგურებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, შემდეგ კი ამ ნანგრევებს ისე ყინავს, თითქოს, დიდი გამყინვარების საზარელი ნაკვალევი ყოფილიყოს...
და შენც იმსხვრევი ან იფლითები - ნაკუწ-ნაკუწ, უჯრედ-უჯრედ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე...
ყინულის ნამსხვრევები სულში…

ყინულის ნამსხვრევები თვალებში - შიგნით კი ლავასავით მწველი დარდი, ცრემლი და ბინდი!..

რატომ არ შეიძლება, რომ შეგვეძლოს, ამოვიყვანოთ ანამარიას სიცოცხლე, როგორც პატარა მფეთქავი ჩიტი, ჩავისვათ მუჭში, მივუყვანოთ უფალს და ვუთხრათ: ღმერთო, დაუტოვე ის დედამიწას, მან ხომ ჯერ ვერ მოასწრო ცხოვრების ყველა მძიმე და მსუბუქი კარი შეეღო, ყველა ნიავს და ქარიშხალს გამკლავებოდა, ყველა სიტკბო და სიმწარე ეგემა!..

ამბობენ: ადამიანი ქვააო, თუმცა, ქვაც იბზარება და იშლება... ეს რა ჯოჯოხეთია, ღმერთო,გევედრები, შეცვალე სიკვდილის წესი და მშობლებს შვილების სიკვდილს ნუღარასოდეს აჩვენებ…
დაკრძალვა: 15 ივნისს,3 საათზე.
მისამართი: ქვედა გეგუთი, წმინდა გიორგის ქუჩა N 82

პ.ს ძალიან გთხოვთ, ნუ ავრცელებთ ისეთ ინფორმაციებს, რომელიც არ არის სიმართლე…. გავუფრთხილდეთ გიას ძმისშვილებს, რომლებიც არ არიან საქართველოში და ისედაც გულდახეთქილები არიან…
ნარგიზა, გია და თეკლა სიცოცხლისთვის იბრძვიან“, - ვკითხულობთ პოსტში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „ხმა მაქვს ჩახლეჩილი ნარკოზის გამო... შესანიშნავად ვგრძნობ თავს“ - მაია ასათიანის მიმართვა კლინიკიდან, ოპერაციის შემდეგ

🔵„რა სილამაზეა ეს, ვის უბედავ“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებში შესანიშნავად გამოიყურება

🎥 „ასე ვიჯდები უკანალით ყველაფერზე, რაც მომწონს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი