
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„ეშმაკი არ გვზოგავს;
არ აქვს მისთვის მნიშვნელობა - ქალი ხარ, კაცი ხარ, მოხუცი ხარ, სასულიერო პირი ხარ, ერისკაცი ხარ, მონაზონი ხარ - საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა;
ის ყველას ცდუნებას ცდილობს,
და ამიტომ, ყოვლადსაჭურველით უნდა აღვიჭურვოთ - ყველა იარაღით, რასაც ღმერთი გვაძლევს;
„რათა თქვენ შეძლოთ წინააღდგომად მანანებისა მათ ეშმაკისათა”,
- და ეშმაკის მანქანება იცით რას ნიშნავს?
- ცდუნებას;
ის იმგვარად მანიპულირებს ჩვენი შესაძლებლობებით,
რომ ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგებით - როდესაც ჩვენზე ეშმაკი უკვე გამარჯვებულია;
- ხომ თითქოს ქრისტიანი ხარ?!
ხომ იცი, რომ ეს არ უნდა გააკეთო, რატომ აკეთებ?!
- იმიტომ, რომ ის გატყუებს,
ის მანქანებით ახერხებს ისარგებლოს ჩვენი არაფხიზელი და არამღვიძარე მდგომარეობით;
ამიტომ, ყოვლადსაჭურველით უნდა აღვიჭურვოთ - ყველა იარაღით, რასაც ღმერთი გვაძლევს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ შევარჩიოთ დაბადების დღის საჩუქარი და რისი ჩუქება არ შეიძლება? - ნინა სუსლოვას რეკომენდაციები