ფეხბურთელი ვაკო ხაბელაშვილი იხსენებს 2022 წელს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში მოუწია - ამის შესახებ სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელში Geo Team-ი ავრცელებს.
„გაგრაში“ ვთამაშობდით მაშინ, 9 ტური არ მითამაშია და ტრენერმა გამიყვანა და მეძახის „შენი იმედი მაქვს, კვარა უნდა გამიჩეროო.“ შემოვირტყი თავში ხელი.
თამაში დაიწყო და სადღაც 10 წუთია გასული და რა მანძილიც ჰქონდა ჩემკენ მორბოდა პირდაპირ, ვფიქრობდი საით გავქცეულიყავი, აქეთ წავიდოდი, ის იქით გარბოდა და აზრი არ ჰქონდა.
მიიღო ბურთი გააქანა და დაატაკა, გამარტყა ყბაში, როგორ მოვწყდი იცი?!
მერე მოვიდა და ბოდიში ხაბეო.
თამაში ანგარიშით: ორით ნული წავაგეთ“, - იხსენებს ვაკო ხაბელაშვილი.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: