7 მარტს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება და მოწოდება გაკეთდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა არ დააფიქსირეს.
ამის გამო საზოგადოების ეს ნაწილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მათ შორის აღმოჩნდა მსახიობი ნანუკა გულუა, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა.
„სხვა არხზე რომ ვმუშაობდი ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ, ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები, ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს ამისთვის, ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას შეურაცხყოთ ადამიანი რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს!!!
ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა, ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა… მე ვარ „მეგრელი“ და მაშასადამე ევროპელი ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული პმ და საერთოდ მართობს ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდათ ! ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!“, - წერს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ ⬇️
🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე
🔘რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები