Digest Logo

„ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა, საქართველოს ბიჭები მისკენ მიდიან“ - გია მურღულია

1718703254
გია მურღულია

დღეს, 18 ივნისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

ნაკრებს ამხნევებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია.

„მხოლოდ კარგი გეგმა, გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების ნიჭი და უნარი საკმარისი არ არის - გონიერებას დისციპლინა უნდა ახლდეს, რათა ინდივიდუალური გარჯა საერთო წარმატებისთვის გუნდის ძალისხმევად იქცეს.

სწორედ ამიტომ ახსენა აქცენტირებულად ეს სიტყვა ("დისციპლინა") ვილი სანიოლმა დღევანდელი ისტორიული მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნიჭი ჩვენ არ გვაკლია და ეს არაერთხელ დავუმტკიცეთ საფეხბურთო სამყაროს. ახლა მთავარია, დისციპლინის - ერთი ნებითა და მიზნით განსაზღვრული წესრიგის - ყოველწამიერი შეგრძნებით, ყოველ ეპიზოდთან დაკავშირებული მაქსიმალური კონცენტრაციითა და პასუხისმგებლობით გავიდეთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რასაც მთელი საქართველო უკვე ათწლეულებია ელის.

„ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების!“

წილად გვხვდა ბედნიერება და უფლება - ვცადოთ. ჩვენ ეს უფლება თავდადებით, შრომითა და ტალანტით მოვიპოვეთ. ფავორიტები სხვები არიან? მერე რა! - გავიხსენოთ ჩვენი ისტორიიდან, რამდენჯერ დაგვიმარცხებია ფავორიტები. ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა.

საქართველოს ბიჭები მისკენ მიდიან. მათთან ერთად - მთელი ჩვენი ქვეყანაც. ნერვიულობისა და სიხარულის დრო იწყება. ჯანდაბას პირველი, თუ მეორეც იქნება!“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე

⭕ ცნობილია, დაახლოებით რა ვადა დასჭირდება წყლის პრობლემის დაზიანების აღმოფხვრას - „დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება“

⭕„მე საერთოდ ბუნებით სამშობლოს მოღალატე არ ვარ, მაგრამ რომ მოვიგებთ და თურქების აჭრილი ფანები თუ გადამეყარენ სადმე ახლავე გაფრთხილებთ გადავდივარ იმგენისკენ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე