Digest Logo

„მე საერთოდ ბუნებით სამშობლოს მოღალატე არ ვარ, მაგრამ რომ მოვიგებთ და თურქების აჭრილი ფანები თუ გადამეყარენ სადმე ახლავე გაფრთხილებთ გადავდივარ იმგენისკენ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

1718689915
დათო ლიკლიკაძე

დღეს, 18 მაისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. 

თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

აღნიშნულ თამაშს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ეხმაურება, რომელიც ასევე გერმანიაში იმყოფება.

„მე საერთოდ ბუნებით სამშობლოს მოღალატე არ ვარ, მაგრამ რომ მოვიგებთ და თურქების აჭრილი ფანები თუ გადამეყარენ სადმე ახლავე გაფრთხილებთ - გადავდივარ იმგენისკენ. მეტი საქმეც არ მაქვს მაგენს დავალეწიებ თავს.

მარა ცოტა ხნით. მოგვიანებით დავიწყებ აღნიშვნას სასტუმროში რომ შემოვიძურწები“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, თურქეთის შემდეგ, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26-ში კი პორტუგალიას შეხვდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს

⭕საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს

⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე