
24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს, რაც ევროვიზიას ეხება:
„ევროვიზიაზე წასვლა რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ ამ ეტაპზე იმას უფრო ველოდები, ჩემი სიმღერა როდის გამოვა.
წელს ვგონებ, ევროვიზიაზე ჩემს კანდიდატურას არც განიხილავენ, ბევრი მიზეზის გამო.
სიმღერის გაგზავნაც არაფერს ცვლის, ასე მგონია.
ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტი ჩემი სიმღერაა და როგორც არტისტი arbara k-ს სახელის ფართო აუდიტორიაზე გასვლა.
შემდეგ წელს ვნახოთ“, - წერს ბარბარა სამხარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ვქნა, არ შემიძლია ამ თარიღებს რომ გვერდი ავუარო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ცისკარიშვილი