ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და ემიგრანტის შვილებზე წერს, რომლებიც ტანსაცმელებსა და სხვადასხვა ნივთებზე უამრავ თანხებს ხარჯავენ და დედების სანახავად 150 ლარიან ბილეთს არ ყიდულობენ, რათა მშობლის სანახავად გაფრინდნენ.
„სულ მაინტერესებდა: აი ის გოგო-ბიჭები, სულ „სისვეცკე“ ბრენდები რომ აცვიათ, ძვირიან რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია...
ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდე, ან საბერძნეთამდე?
თუ უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს არ ახსოვთ? თუ სამი დღეც ვერ მოიცალეს - იმდენს მუშაობენ?
უფრო იტალია საბერძნეთზე მაქვს საუბარი, თორემ ამერიკა და ა.შ. ვიცი, რომ რთულია.
მართლა მაინტერესებს მიზეზი. მზად ვარ დაგაკვალიანოთ, იქნებ არ იციან იაფი პირდაპირი ფრენების შესახებ?
მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო“, - წერს გურამ შეროზია.
ასევე დაგაინტერესებთ: