ზუგდიდში არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს ცივი იარაღით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა. საბა მამფორიას ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
სამწუხარო ამბის დეტალებზე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა შონია წერს.
„უბანში ატეხილ ჩოჩქოლზე ფეხშიშველი გარბოდაო 15 წლის საბას დედა ფეხბურთის მინი სტადიონზე, მას ორივე შვილი იქ ეგულებოდა....(როგორც წყარო მიყვება).
უფროს ვაჟს ვერ მიუსწრო, მისი გვამი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო გადასვენებული.
მაინც ატყუებდნენ დედას-გადარჩა შენი შვილიო.
ცივსისხლიანი თანატოლის მიერ მოკლული 15 წლის საბას ცხედარი ჯერაც ექსპერტიზაზეა“, - წერს თეა შონია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე...“ - რას წერს ვანო ნადირაძე