პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ ელოდება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ევროპის მერე მსოფლიოსაც მოიგებდა, აქ არ არის, მუნდიალი აი ამ დროსაა, ფიფა ამოთხვრილია კორუფციაში, მასპინძლებმა მასპინძლობისთვის ათასობით ცოცხალი ადამიანი გაისტუმრეს საიქიოს - იმდენად მაგარია ეს მოვლენა, რომ ბავშვობის მოლოდინი მაქვს, როგორც ახალი წლის ზუსტად. წელს მე პირადად ორი ახალი წელი მექნება და ერთი უკვე დადგა, საღამოს რვაზე გამოცხადდება და ეგაა იმ გენიოსისთვის, რომელიც უმაგრეს ფორმაშია და მზადაა თასი ჩაიბაროს, თასი, რომელიც ყველანაირად ეკუთვნის და კიდევ იმიტომ, რომ მაგ კაცის ჩათვლით, ამ ნაკრების ძირითადად ყველა მოთამაშე წარმოშობით მაინც იტალიელია, პირველად, სრულიად გულწრფელად, ვგულშემატკივრობ არგენტინას“, - წერს გივი თარგამაძე.
ცნობისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა საჩუქარი მიიღო ქეთი დოლიძემ „კუკარაჩას“ პრემიერის შემდეგ ქურდებისგან