Digest Logo

„ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის“ - მარიამ შარმანაშვილი

1795353583
 მარიამ შარმანაშვილი

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოლს მარიამ შარმანაშვილს დაშორდა - ამის შესახებ ინფორმაცია თავად მარიამმა გაავრცელა 21 ნოემბერს. 

მარიამი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

„უამრავი შეტყობინება შემომდის და ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და გულშემატკივრობისთვის, მიყვარხართ”, - წერს მარიამ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე 2025 წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გათენებას ველოდები, რომ შიშმა გამიაროს, ოთხი თვეა ასე ვარ და იმედია, ეს ჯოჯოხეთი დასრულდება“ - თამო ვაშალომიძე ახალ სახლში გადასვლის შემდეგ განცდილ შიშებზე

⭕„ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა...“ - ილია თოფურია ძმის ბრძოლაზე

⭕ის ერთი ხელით იბრძოდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მებრძოლის სული“ - რას წერს ლაშა გურული ალექსანდრე თოფურიაზე

✕