7 სექტემბერს გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც არაერთი სოფელი დააზარალა. ძლიერმა სტიქიამ კიდევ 2 ადამიანი შეიწირა.
უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. რეგიონში დაიტბორა სოფლები, დანგრეულია რამდენიმე სახლი, ასევე ჩახერგილია რამდენიმე ათეულ სოფელთან მისასვლელი გზა.
სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოტია იოსელიანის რძალი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„გამოვასწარით ურეკს და ჩაიკეტა გზა. ოტია ფოთიდან წამოვიდა, რადგან ლანჩხუთის მხრიდან დაკეტილი იყო ხიდის გამო. გრიგოლეთს გამოვცდით და ჩაიკეტა.
გზად დატბორილი იყო ყველაფერი, მაგრამ ისე რთულად ვიყავი, კადრი ვერ გადავიღე“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ცნობილია, გურიაში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ბავშვის ვინაობა
„15 წლის ბიჭი იმ დროს დაიღუპა, როცა მშობლებს მეზობლის სახლში გადაჰყავდათ“ - რას წერს ლაშა ბერულავა