ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 6 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საუბრობს.
„მთვარე თხის რქაშია, საბედნიეროდ, ის მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური და ჰარმონიულია. უნდა გამოიჩინოთ სერიოზული დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ.
ეს არის თვის ერთ-ერთი საუკეთესო დღე, როცა შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაიწყოთ, რაც ძალიან დიდ რესურსს, ენერგიას მოითხოვს.
ნებისმიერი ხანგრძლივ ვადიანი პროექტი შეგიძლიათ წამოიწყოთ, ის რასაც ჩვენი ენერგია და ენთუზიაზმი სჭირდება. ყველაფერი წავა კარგად.
ერთადერთი რამ რაც არ ღირს, ახალ სამუშაოზე გადასვლაა.
შეგიძლიათ უძრავი ქონების შეძენა, ფასიანი ქაღალდების შეძენა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ ეშინიათ ადამიანებს დაქორწინების?! - ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რაც შიშს იწვევს