საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი საფრანგეთის სასამართლო პროცესზე მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ რატომ უჩივის ფრანგი არასრულწლოვანი ქართველ მამობილს.
„სასამართლო პროცესიდან...
14 წლის ფრანგი გოგონა უჩივის ქართველ მამინაცვალს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს, მეგობრებთან ერთად შეაგინა დედა და დაექადნა, რომ მის თვალწინ დაამყარებდა ორალურ სექსს დედამისთან.
ჯერ არ ვიცი სასჯელის რა ზომას გამოიტანს მოსამართლე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროკურორს ორივე ხელის აწევით ვეთანხმები. ციხე და სასჯელის ამოწურვის დღესვე დაუყოვნებლივ დეპორტაცია,“ - წერს სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ თმის შეჭრას და ახალი საქმის დაწყებას“ - მიხეილ ცაგარელი