
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი სტატუსს აქვეყნებს, სადაც ფსორიაზის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს:
„თანამედროვე კვლევების თანახმად, ფსორიაზი არის მრავალფაქტორული (გენეტიკურ-გარემოს კომბინაცია) დაავადება.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ გენეტიკური მიდრეკილება ძალიან ძლიერი ფაქტორია, მაგრამ დაავადება მხოლოდ გენებით არ ყალიბდება — მისი გამოვლენა გარემოსა და ცხოვრების წესზეცაა დამოკიდებული.
მთავარი აღმოჩენები:
მაღალი მემკვიდრეობითობა (დაახლოებით 70%) – ტყუპების კვლევებმა აჩვენა, რომ გენეტიკური ფაქტორები დიდ როლს თამაშობენ.
HLA-Cw6 და სხვა გენი ლოკუსები – მრავალმა კვლევამ დაადასტურა ამ გენების კავშირი ფსორიაზთან.
გარემოს ტრიგერები – სტრესი, ინფექციები, ცივი კლიმატი, ჰაერის დაბინძურება და ზოგიერთ წამალთან კონტაქტი შეიძლება გახდეს დაავადების „გამომწვევი“, განსაკუთრებით გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში.
ეპიგენეტიკა – გარემო ფაქტორები მოქმედებს გენების „ჩართვა/გამორთვაზე“, რაც ხსნის რატომ არ ავლენს ყველა მემკვიდრეობითად მიდრეკილი ადამიანი დაავადებას.
ფსორიაზი არც მხოლოდ გენეტიკური და არც მხოლოდ შეძენილი არ არის — ეს არის გენებისა და გარემოს ერთობლივი შედეგი.
გენეტიკური მიდრეკილება ქმნის საფუძველს, ხოლო სტრესი, ინფექციები და სხვა გარემო ფაქტორებმა შეიძლება „გაააქტიუროს“ დაავადება“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:ვ
⭕„მწარე სიმართლე, რომელსაც ჩვენ ხშირად ძალიან გვიან ვაცნობიერებთ...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი