Digest Logo

🎥 ფული და ზეგავლენა - რამდენს გამოიმუშავებენ ინფლუენსერები საქართველოში?

1768289782
თიკა კურტანიძე

რამდენს გამოიმუშავებენ ინფლუენსერები საქართველოში? - აღნიშნულ საკითხზე „იუთუბის“ არხზე ერთ-ერთ პოდკასტში, რომელსაც „მომავლის მე“ ჰქვია ინფლუენსერმა თიკა კურტანიძემ ისაუბრა.

თიკა კურტანიძემ დაასახელა სავარაუდო თანხა, რომელიც ქართველმა ინფლუენსერმა შესაძლოა თვის განმავლობაში გამოიმუშაოს.

იგი დასძენს, რომ აღნიშნული დამოკიდებულია ე.წ,. „ბარტერებზე“ და რეკლამების რაოდენობაზე:

თიკა კურტანიძე:

„ეს პროფესია დაჩაგრულია იმ კუთხით, რომ არ აღიქმება ნამდვილი საქმედ. ვინც აღნიშნულ პლატფორმებზეა, ხშირად წერენ, რომ უფასოდ გავუკეთო რეკლამა - რა არის, შენთვის უბრალოდ ვიდეოს ჩაწერაო. ეს ყველაფერი უცოდინარობიდან მოდის. გაგვიგია გამოთქმა „არ ცოდნა არ ცოდვა არისო“. ადამიანებს არ ესმით, რამხელა შრომა დევს ერთწამიანი ვიდეოს უკან. შეიძლება საათები და დღეები დაგიჯდეს ერთწამიანი ვიდეოს გამოქვეყნება. ჩემი ვლოგებისთვის ფული არავის გადაუხდია.

შესაძლოა, როგორც კონტენტ-კრეატორს, ერთ თვეში თანამშრომლობა გქონდეს ხუთ კომპანიასთან, ხოლო მეორე თვეში - საერთოდ არცერთთან. ჩემი აზრით, ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ უამრავი რეკლამის დადებაა გამოსავალი. აუცილებელია რეკლამების დაბალანსება ორგანული კონტენტით. მაყურებელი ზუსტად ამისთვის გადევნებს თვალს და არა რეკლამებისთვის - იმისთვის, რითაც თავდაპირველად დააინტერესე.

სოლიდური შემოთავაზებებიც მქონია, განსაკუთრებით უცხოური ბრენდებისგან. კურსის სხვაობას რომ გაითვალისწინებ და თანხას სამზე ამრავლებ, საკმაოდ კარგი რიცხვი გამოდის. შესაძლოა თვეში მართლაც ძალიან კარგი თანხა გამოიმუშაო, თუმცა ეს შემოსავალი არასტაბილურია. ეს ისეთი ტიპის საქმიანობაა, სადაც მუდმივად უნდა იყო ყურადღების ცენტრში. მე ამას „ყურადღების ეკონომიკას“ ვეძახი. ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოში მონეტიზაცია არ არსებობს, ანუ თუ რეკლამაში არ გადამიღეს, ჩემს ვიდეოებს რამდენი ნახვაც არ უნდა ჰქონდეს, ამის გამო თანხას არ ვიღებ.

არსებობენ კომპანიები, რომლებიც ხანგრძლივ თანამშრომლობას გთავაზობენ. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბოლო პერიოდში სამსახურიდან წამოვედი. ასეთი პრაქტიკა არსებობს და ამას ზოგი „ბრენდ ამბასადორსაც“ უწოდებს.

თვეში შეიძლება, დაახლოებით, 20 ათასი ლარი გამოიმუშაო. „ინსტაგრამზე“ მყავს 85 ათასი გამომწერი, „ტიკტოკზე“ კი - 236 ათასი. შესაძლებელია ამაზე მეტის გამომუშავებაც, თუმცა არა ერთი ვიდეოდან, მთელი თვის შრომის შედეგად. ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ“, - აღნიშნა თიკა კურტანიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 67 წლის შერონ სტოუნი წითელი ხალიჩაზე - მსახიობის თამამი, მაგრამ ელეგანტური სტილი განხილვის საგანი გახდა

🔵„თუ გინდათ წონის დაკლება…“ - რა რეკომენდაციას გვიზიარებს არუნ ხათრი?

🔵„ღმერთი უპირობოდ მაძლევს წყალობას, და თავის წიაღში მეპატიჟება“ - თეოდორე გიგნაძე