ეროვნული ნაკრებისა და გერმანული კარლსრუეს ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას შვილის კარიერასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას უზიარებს:
„პირველ რიგში, ბედობას გილოცავთ მეგობრებო!!იყო ჩინური,ასევე კორეული გამოწვევები! დავდექით დილემის წინაშე: ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს მივდივართ ბუნდესლიგაში! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა! მადლობა KSC (Karlsruher Sport Club)მადლობა მენეჯერებს, მადლობა საქართველო, მადლობა გია ცეცაძეს, Teimuraz Lordkipanidze, Mamuka Khundadze, ბუდუს გამოწვრთვნისა და სიყვარულისთვის! ჩვენ თქვენთანა ვართ!
წინ დიდი ბრძოლებია!“, - წერს კახა ზივზივაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი ოჯახი...“ - სად და როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა ახალი წელი?