თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ქალი იყო დასაქმებული. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა მაღაზიაში მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა და თავი დაიწვა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე გამოეხმაურა.
„კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენ ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი, ვცდილობთ, დავუშვათ?
ტლუმ გაიხარა, თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია.
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში,
ყველა მეორე გენერალია...
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიებში,
ფული სიკვდილში გადახდილია.
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხრილია.
ჩემი ქვეყანა, გადაფლეთილი,
გაძარცული დამწვარი ყანა...
ასე არ არის, ხალხნო?
ასე არ არის, განა?
აი, ამიტომ აღარ აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი,
აი, ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს.
ნიკო გომელაური.
P.S. თუ არ გამოვფხიზლდით, ქალებსაც კიდევ დაწვავენ ცოცხლად ქვეყანაში და სათითაოდ შვილებსაც ამოგვიხოცავენ სწორედ ისე როგორც როგორც ჰეროდეს მმართველობისას მოხდა.
ნეაპოლელი მხატვრის სალვადორ როზას ნახატია.
IL Purgatorio.
ჰოდა სასწრაფოდ ძალიან ბევრს Purgatorio ჭირდება“, - წერს იზა ომაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ძალიან მენანები, კახა“ - სენაკში მომხდარ ავარიას 43 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა