სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბექა ყორშია გამოეხმაურა და ლაშა ნაკაიძის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
„გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი - სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ - ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს !
მთელი „მთავარი არხი” ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის“, - წერს ბექა ყორშია.
ამავე თემაზე:
„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს