
ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად გვიზიარებს რეკომენდაციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე.
ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც მშობლებს მიმართავს:
„გადადეთ 5 წუთი და აუხსენით თქვენს შვილებს:
✔️არ არსებობს მიზეზი, რომ ვინმეს დასცინო;
✔️ დასცინო ვინმეს: წონის, გარეგნობის ,ინტერესების, წარმოშობის,კანის ფერის და ოჯახის გამო;
✔️ აუხსენი ბავშვს, რომ არაფერია იმაში სასაცილო,თუ სხვა ყოველდღე დადის ერთი და იგივე ჩანთით, შარვლით და ფეხსაცმლით;
✔️ აუხსენი ბავშვს, რომ ძველი და ნახმარი ზურგჩანთა იგივე ოცნებებს ატარებს, როგორც ახალი და ძვირად ღირებული.
✔️ მიიტანე როგორც მშობელმა მთელი გულით ბავშვამდე, რომ თუ ვინმე ,,განსხვავებულია”, არ გარიყოს ის და მიიღოს ისეთად, როგორიც არის.
✔️ აუხსენი მას, რომ დაცინვა კლავს.
✔️აუხსენი მას, რომ სკოლა კონკურენციისთვის და დაცინვისთვის კი არ არის, არამედ სკოლა ადგილია: სწავლის, მეგობრობის, თანადგომის და დახმარების.
✔️ შევახსენოთ მშობლებმა ბავშვებს, რომ ზოგი ბავშვი სკოლის მერე მოსიყვარულე ოჯახში კი არ მიდის, სადაც მას ელოდებიან, არამედ სხვანაირ ოჯახში მიდის, ცარიელ და ცივ ოჯახში.
ამიტომ იმას რასაც ოჯახი ზოგს ვერ აძლევს, სკოლამ და ბავშვებმა უნდა შევუქმნათ - სიყვარული, დახმარება, თანადგომა და უპირობო მეგობრობა“, - წერს გიორგი ჩოგოვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ლამაზი ხარ“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕ზურა დოიჯაშვილი 62 წლის გახდებოდა - როგორ იხსენებს გარდაცვლილ მომღერალს ბესო ჩუბინიძე