Digest Logo

გადაცემას „ვინ ვინ არის“ კვლავ მაკა ზამბახიძე წაიყვანს - პროექტის ახალი სეზონი 10 ნოემბერს დაიწყება

1762770269
მაკა ზამბახიძე

10 ნოემბერს, 22:00 საათზე მეგა შოუს „ვინ ვინ არის“ ახალი, მე-5 სეზონი იწყება.

ახალი გმირებითა და ახალი მუსიკალური ნომრებით ყველაზე გასაიდუმლოებული მეგა შოუ გულგრილს ამჯერადაც არავის დატოვებს - მინოტავრი, პუდელი, ფარშევანგი, ლაზიერი, მოკლედ საზოგადოება თოჯინებს ამოფარებული 10 ვარსკვლავის გარდასახვას იხილავს.

სცენაზე ერთმანეთს ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუმცა, უფრო კარგად შენიღბული ადამიანები შეეჯიბრებიან. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, რომ მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს, მთელი საქართველო ამ დროის განმავლობაში კი დეტექტივად გადაიქცევა.

გადაცემის წამყვანი კვლავ მაკა ზამბახიძე იქნება, რომელიც ახალი სეზონის დაწყებაზე სოციალურ ქსელში წერს:

„იწყება ჩემი და თქვენი საყვარელი პროექტი „ვინ ვინ არის“. 

წინ გელოდებათ ზღაპრული პერფორმანსები კოსტიუმები და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც ძალიან გიყვართ. 

მე კი ამ ჯადოსნური პროექტის წამყვანი და თქვენი მონა მორჩილი მეხუთე სეზონის განმავლობაში ვიქნები. 

თქვენთან ერთად ყოველ ორშაბათს 22:00 საათზე, შევხვდებით დღეს იმედზე“, - წერს მაკა ზამბახიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ოცნება აწყობილია ბრჭყვიალით, სინაზით და ჯადოსნური ენერგიით“ - კადრები თიკო ყაველაშვილის ქართული ქორწილიდან

„თითქოს კეთილშობილური ჟესტია, მაგრამ სინამდვილეში ეს უხილავი თავის მოტყუებაა, რომელიც ნელა გვაშორებს საკუთარ გულს“ - რას წერს ზაზა ჯაიანი

„ფანტასტიკურ ფორმაში ხარ, ეშხიანო“ - ნატალია ქუთათელაძის ახალი ფოტოები