ცნობილი ფიტნესინსტრუქტორი, ვლოგერი და ტიკტოკერი თიკო ყაველაშვილი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ინდოელი ომარ ამანია, რომელიც საამიროებში მოღვაწეობს.
წყვილმა საქართველოში ქორწილი გადაიხადა. ფოტოები კი თიკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ბავშვობაში ყველა ვოცნებობდით იმ ერთ დღეზე, როცა ჩვენი პრინცესული კაბა გახდება რეალობა 👑
დღეს ის დღეა — ოცნება აწყობილია ბრჭყვიალით, სინაზით და ჯადოსნური ენერგიით 💫💖“, - წერს თიკო ყაველაშვილი.
ცნობისთვის, თიკო ომარს გაცნობიდან მესამე თვეს გაჰყვა ცოლად.
წყვილმა ქორწილი ინდოეთშიც გადაიხადა.
„პირველივე დანახვისას ჩემში რაღაც მოხდა - თვალები ამიბრწყინდა, მუცელში ვიგრძენი პეპლები. მორცხვად და ჩუმად ვუყურებდი მას, ვგრძნობდი მის ემოციებს ჩემს მიმართ. ეს იყო „ერთი ნახვით შენი ადამიანის პოვნა“, მომენტი, როცა თვალები საუბრობს, თვალები იცნობს ადამიანს, და სიტყვებიც კი საჭირო არ არის. მასში პირველი, რაც შევამჩნიე და მომხიბლა, იყო მისი სუფთა და წრფელი თვალები, ბავშვური ღიმილი, უბრალოება და ჩემნაირი სტილი. სიყვარული ჩემთვის არის კომფორტის ზონა - ზრუნვა, პატივისცემა, გაგება და ნდობა. თუ რომელიმე აქ ჩამოთვლილიდან აკლია ურთიერთობას, ვფიქრობ, რაღაც კამათს მაინც გამოიწვევს. ზუსტად 8 თვეა, მე და ომარი ერთმანეთის ვიცნობთ. აქედან 5 თვეა ცოლ-ქმარი ვართ და არც ერთხელ არ ყოფილა, რომ გვეკამათოს, გვქონოდა უაზრო გაუგებრობა ან ერთმანეთის უპატივცემულობა. პირიქით, ვგრძნობ, როგორ უფრო და უფრო მიყვარდება ეს ადამიანი“, - უყვებოდა „დაიჯესტს“ თიკო რამდენიმე თვის წინ.
View this post on Instagram


ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფანტასტიკურ ფორმაში ხარ, ეშხიანო“ - ნატალია ქუთათელაძის ახალი ფოტოები
⭕„მათი სიყვარული საოცრად თბილი და ლამაზია“ - კადრები ლუკა ჭანიშვილის და ელენე ნაჭყებიას ფოტოსესიიდან