Digest Logo

„გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად“ - დიდ დიღომში მოკლული ანას დედა

1690998033
ანა იანუშაიტიტეს

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი, „ფეისბუკზე“ წერს, რომ შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს გადაიხდის.

„გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად. ანონიმურობა დაცული იქნება სრულად“, - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ცნობისთვის, 17 მარტს, დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტე სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს. გარდაცვლილი გოგოს დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი მოკლულია და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვდა.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი რომ მთავრდება ცხადია სევდა ახლავს თან, თუმცა სიახლეების და ახალი თავგადასავლების ინტერესი თავისას შვება“ - რას წერს ბახვა ბრეგვაძე?

🔵ელის მარია სააკაშვილი ბახმაროში ისვენებს - ფოტოები

🔵🎥 „მომივიდა დეპორტის წერილი: ვაიმე, მე ვთქვი, ახლა არ გინდა?! ჩაალაგე ჩემოდანი და წადი საქართველოში... ეს ამბავი არსად არ მომიყოლია“ - როგორ გაიცნო ცისნამი საყვარლიშვილმა ამერიკელი მეუღლე