ექიმი თამარ ჟამურაშვილი იუბილარია. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მან ბევრი მილოცვა მიიღო. ჟამურაშვილმა კეთილის მსურველებს მადლობა სოციალური ქსელით გადაუხადა. ამავე პოსტში მან ადამიანებს პანდემიის გამო დაწესებული წესების დაცვა და ჯანმრთელობა უსურვა.
„2 წელი და ისევ პირბადე... ბერლინში დილის 8 საათია და უკვე 193 სმს-ია მოსული...
მომიტევეთ თუ ყველას პირადად ვერ გიპასუხებთ. უდიდესი სიამოვნებით, პერსონალურად გადაგიხდიდით ყველას მადლობას და გისურვებდით ისევ დამშვიდებულიყოს შეშლილი, შეშლილი სამყარო, სითბოს და სიყვარულს დაესადგურებინოს ჩვენს გულებში, ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, სადაც გაღვიძება გაგვიხარდება, უსამართლობის არ შეგვეშინდება და ავად გახდომა, უძლიერესი ჯანდაცვის ფონზე, საგანგაშო აღარ იქნება!
დღეს კი სამწუხარო რეალობა, ისევ პირბადე, ისევ დისტანცია და ისევ პანდემია, ისევ განგაში და დაავადებული კოლეგები, გადავსებული კლინიკა და ვისთვის დაბადების, ვისთვის კი გარდაცვალების დღე...
ვაქცინაცია, დისტანცია და პირბადე, სხვა არაფერი გაგვაჩნია დღესაც კი...
დამდეგს გილოცავთ და ჯანმრთელობას გისურვებთ, უკლებლივ ყველას!!!“, - წერს თამარ ჟამურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი